Thursday, November 22, 2018

მეცხრე დღე

       დასრულდა ტრენინგი, რომელიც ძალზედ საინტერესოდ წარიმართა. მოვისმინთ კოლეგების მიერ წარმოდგენილი მეტად საინტერესო და ინოვაციური პრეზენტაციები.  ჩემი საქაღალდეც ავტვირთე ბლოგზე. თვითოეული მონაწილის   პორთფოლიოზე გავაკეთეთ კომენტარი, ტრენინგზე მიღებული ცოდნა და ინფორმაცია დაგვეხმარება პროფესიულ განვითარებაში და ჩემს მუშაობას  ბევრად საინტერესოს და მრავალფეროვანს გახდის.   შევიძინეთ არაჩვეულებრივი შეფასების ბიბლიოთეკა,ასევე რესურსი ვიუვერის სახით. გავეცანით ფასილიტაციის კარგ მეთოდებს, რასაც სამომავლო პრაქტიკაში აქტიურად გამივიყენებ.
   დიდი მადლობა ასეთი საინტერესო და მნიშვნელოვანი ტრენინგისთვის ბატონ დიმიტრი პოპოვს აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

პროექტის პორტფოლიო


პროექტის პორტფოლიოს საქაღალდის ბმული

Tuesday, November 20, 2018

მერვე დღე

  დღევანდელი დღე საინტერესო , სახალისო და მნიშვნელოვანი იყო. დღეს ვიმუშავეთ მოდულ 6-ზე და მოდულ7-ზე.    სადაც გავეცანით დაგეგმვას მოსწავლეთა წარმატებისთვის. გავეცანით ასევე ფასილიტაციას ტექნოლოგიების გამოყენებით და მასწავლებელი როგორც ფასილიტატორი.

Monday, November 19, 2018

მეშვიდე დღე

 საინტერესო, მნიშვნელოვანი და სახალისო იყო დღევანდელი დღე. დღეს  ვიმუშავეთ მოდული 5-ზე. გავეცანით და განვიხილეთ შეფასების  სტრატეგიები.  გადავხედეთ მოსწავლის პროექტის გეგმას.

Wednesday, November 14, 2018

მეექვსე დღე

      საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო დღევანდელი დღე.გავეცანით მოსწავლეთა  პროექტების  შეფასებას  და განვიხილეთ  შეფასების სტრატეგიები. შევადგინეთ მოსწავლეთა შეფასების ფორმები.  შევქმენით ჩეკლისტი.  ვისწავლეთ პოსტერის შექმნა. განვიხილეთ პორტფოლიოს შეფასების კრიტერიუმები. გადავხედეთ მოსწავლეთა შეფასების ფორმას, მოსწავლის სავარაუდო ნაშრომსა და სასწავლო პროექტს.  მოვისმინეთ ერთმანეთის  მოსაზრებები.

Monday, November 12, 2018

მეხუთე დღე

   ტრენინგის მეხუთე  დღე საინტერესო , მნიშვნელოვანი და სახალისო იყო ჩემთვის.  შევავსეთ  მასწავლებლის  პორტფოლიო  და პროექტის პრეზენტაცია გამოვაქვეყნე ბლოგზე. გავეცანით 21- საუკუნის უნარ-ჩვევების მიღწევა,ტექნნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული და ეთნიკური პრაქტიკის მოდელირება და სწავლება,ინტერნეტ თანამშრომლობითი სასწავლო რესურსების გამოყენება.

ჩემი პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია

Sunday, November 11, 2018

ტრენინგის მეოთხე დღე საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის. დღევანდელ დღეს გავეცანით და ვიმუშავეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდის განხილვაზე. შეფასების სტრატეგიების გაცნობაზე და მათ გამოყენებაზე . ასევე მოვამზადე პრეზენტაციები  ჩემი სასწავლო  პროექტისათვის.

Saturday, November 10, 2018

მესამე დღე

 საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო  ტრენინგის მესამე დღე.  ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების დასმაზე. გავეცანით   სტანდარტებისა და მიზნების რუბრიკებს, რომელსაც გამოვიყენებ სასწავლო პროექტის დაგეგმვისას.

დღე მეორე

ტრენინგის მეორე დღე საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის.ჯგუფის მონაწილეებმა ერთმანეთს გავუზიარეთ პროექტის თემატიკა, მიზნები, მონახაზები. ვისწავლე ახალი ბლოგის გახსნა/დამატება უკვე არსებულში, რომელსაც გამოვიყენებ ახალი პროექტისტვის.ასევე გავეცანი პროექტის წინასწარი დაგეგმის პროცესებს, ჩეკლისტებს.ვისწავლე თუ როგორ შევქმნა ბუკლეტი პროექტისტვის.

Saturday, November 3, 2018

ჩემი პროექტის იდეა

ჩემს კლასში გამოვყავი პრობლემა,  რომელიცაა წაკითხულის გააზრება. ბავშვებს  კითხულობენ, მაგრამ უჭირთ გააზრება როგორი საკვებია   ეკოლოგიურად სუფთა. ამ პრობლემის გადასაჭრელად ბავშვებს განუვითარდება ანალიზის უნარი.